ფეხბურთი

19:22 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი: "ოქროს ბურთზე "რეალის" საქციელი ტრამპის ელფერს ჰგავდა"

მადრიდის „რეალმა“ ოქროს ბურთის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვინისიუსი ჯილდოს ვერ მოიგებდა.

ესპანელთა ამ საქციელზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ამჯერად, „რომას“ მცველმა, მატს ჰუმელსმა ისაუბრა. როგორც მან თქვა, „რეალმა“ სხვა ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

„სიტყვა „პატივისცემის ნაკლებობის“ გამოყენება, მაშინ, როცა არჩევნები ჯერ მოგებული არ აქვს, ცოტა არ იყოს, ტრამპის ელფერი აქვს და სამწუხაროდ, სხვების მიმართ უპატივცემულობაა. ეს არის ცუდი. ეჭვგარეშეა, რომ „რეალში“ ვიღაცები ოქროს ბურთს იმსახურებენ, მაგრამ სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელებიც არიან და სამწუხაროა, რომ მათ პატივს არ სცემენ. ფეხბურთში სხვა გუნდები არიან, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე „რეალი“, - თქვა ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რომ მატს ჰუმელსი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე არტიომ დოვბიკთან ერთად 29-30-ე ადგილებს დასჯერდა.

0.111109