ფეხბურთი

18:14 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" და "ლევანტეს" მატჩები გადაიდო

ესპანეთის ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩი „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის გადაიდო.

ვალენსიაში სტიქიას ებრძვიან, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამიტომაც, ლა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 ნოემბერს დაგეგმილი თამაში არ გაიმართოს.

გარდა ამისა, გადაიდო „ვილიარეალი“ – „რაიო ვალეკანოს“ შეხვედრაც ლა ლიგაში, ხოლო ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ თამაშიც არ ჩატარდება, რომელსაც „მალაგას“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

ასე რომ, დამდეგ უიქ-ენდზე გიორგი მამარდაშვილის და გიორგი ქოჩორაშვილის გუნდები მოედანზე ვერ გავლენ.

0.114893