„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს საჯარიმოსა და მის სიახლოვეს თამაშის გაუმჯობესება სჭირდება და ამაზე სამუშაო აქვს.
„ის უზარმაზარი ხარისხის მოთამაშეა და ძალიან მაღალ დონეზე აქვს ბურთის ტარების, ბურთის მიღების და პოზიციონირების უნარები. მხოლოდ საჯარიმოში და საჯარიმოს ირგვლივ მოძრაობაში გაუმჯობესება სჭირდება და თუ ამას გააკეთებს, ზღვარი არ ექნება. ჩემი და ჩემი პერსონალის საქმეა, რომ ამაზე მასთან ვიმუშაოთ და თუ გიორგი ამას განავითარებს, მოახერხებს სეზონში გოლების და საგოლე პასების რაოდენობა ორნიშნამდე გაზარდოს, სერიოზულ ფეხბურთელს მივიღებთ. ეს არ ის, რაზეც მუშაობა სჭირდება“, - თქვა ქლევერლიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.