„ემპოლის“ მცველმა საბა გოგლიჩიძემ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.
ქართველი მცველი 31-ე წუთზე გააძევეს და როგორც მან თქვა, ეს შეცდომა მისთვის გაკვეთილი იქნება.
„ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი გუნდს. მჯერა, რომ ამ შეცდომიდან ბევრს ვისწავლი“, - დაწერა სოციალურ ქსელში საბამ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მომდევნო შეხვედრას კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.