„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ფერან ტორესმა ვალენსიის მცხოვრებლებს ქარიშხალი დანას გადავლის შემდეგ მიმართა.
„გული მწყდება, როცა ვხედავ ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს, ვალენსიას, რომელიც ამგვარად განადგურდა. ვიცი, რომ ეს ნუგეში არ არის, მაგრამ აქედან მინდა ჩემი სამძიმარი, თანადგომა და გამხნევება გადავცე დაღუპულებისა და დაზარალაბულების ოჯახებს. დარჩი ძლიერი ვალენსია“, - დაწერა ტორესმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიის პროვინციაში, ქარიშხალს ამ დროისთვის ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გლოვა გამოაცხადა და ამიტომ ვალენსიასა და მადრიდის რეალის მატჩი, რომელიც შაბათს, 2 ნოემბერს არის დაგეგმილი, შესაძლოა გადაიდოს.