ფეხბურთი

23:24 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის წითელი ბარათი და "ემპოლის" მარცხი "ინტერთან"

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა, ქართველი მცველი კი, გააძევეს.

საბამ ზედიზედ მერვედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, სანამ მოედანზე იყო, ისევ უშეცდომოდ და კარგად ირჯებოდა, მაგრამ ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა. 31-ე წუთზე ქართველმა მცველმა მარკუს ტურამის წინააღმდეგ იუხეშა. თავიდან მას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ შემდეგ VAR-ზე გადახედა მომენტს და გადაწყვეტილება შეცვალა - წითელი ბარათი უჩვენა.

კაცნაკლულმა „ემპოლიმ“ „ინტერს“ 50-ე წუთამდე გაუძლო, აი, მერე სიმონე ინძაგის გუნდმა ადვილად მოახერხა მოგება. ანგარიში დავიდე ფრატეზიმ გახსნა 50-ე წუთზე, შემდეგ მან დუბლი გაიფორმა და მატჩს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა. 79-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

„ემპოლი“ 10 ტურში მოპოვებული 11 ქულით სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 ნოემბერს, „კომოს“ უმასპინძლებს, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო საბა გოგლიჩიძე ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

„ინტერი“ 22 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ 4 ქულით ჩამორჩება.

0.114295