კალათბურთი

22:56 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სამი ოვერ-ტაიმი და "ქუთაისის" დრამატული მარცხი ფიბა ევროპის თასზე

ფიბა ევროპის თასის მეოთხე ტურში საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ „პრიევიზდას“ უმასპინძლა და ძალიან ახლოს იყო ზედიზედ მეორე მოგებასთან, მაგრამ საბოლოოდ უდრამატულეს ბრძოლაში დამარცხდა.

კოტე ტუღუშის გუნდმა პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო, ბოლოსკენაც იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ძირითადი დრო ფრედ, 75:75 დასრულდა. შედეგად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც მატჩის ყველაზე დრამატული მონაკვეთი გამოდგა.

გამარჯვებულის გამოსავლენად 3 ოვერ-ტაიმი გახდა საჭირო! პირველი და მეორე ფრედ, შესაბამისად, 10:10 და 11:11 დასრულდა, ხოლო მესამე ოვერტაიმი სტუმრებმა 14:10 მოიგეს და საბოლოოდ, 108:104 გაიმარჯვა.

„ქუთაისის“ რიგებში საუკეთესო ელიჯა ჯოინერი იყო, რომელმაც 31 ქულა, 6 მოხსნა და 7 პას მიითვალა. 18 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა გიორგი კორსანტია, 16 ქულა დააგროვა გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო მარკილ სმითის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნაა.

„ქუთაისი“ J ჯგუფში 1 მოგებით და 3 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 ნოემბერს, „ბილბაოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

„ქუთაისი“ – „პრიევიზდა“ 104:108 (17:16, 28:24, 13:15, 15:18, 10:10, 11:11, 10:14)

0.110938