ჭიდაობა

21:10 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: კენჭაძე და მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, ოღონდ ორ წონაში, არაოლიმპიურ წონებში. საქართველოს ორი ფინალისტი ჰყავს - ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე.

79 კგ წონით კატეგორიაში კენჭაძემ თურქი იბრაჰიმ იაპრაკი 11:0, იაპონელი კოტა ტაკაჰაში 12:1 და ყაზახი დაულეტ ერგეში 10:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ მოჰამად ნოხოდილარიმის 14:5 სძლია და ფინალშია. ქართველის მეტოქე რუსი მაგომედ მაგომაევი იქნება.

97 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ ინდოელი სანდიპ მანი 10:0, სლოვაკი ბატირბეკ ცაკულოვი 4:2 და იტალიელი ბენჟამინ ჰონისი 9:2 დაამარცხა, ხოლო ფინალში ძალიან ძლიერი მეტოქე ეყოლება, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი.

70 კგ წონით კატეგორიაში ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს აკაკი ქემერტელიძე, რომელიც რეპეშაჟში გამოვა, გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

0.11478