ჭიდაობა

19:58 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს ორი ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, ოღონდ მხოლოდ ოთხ, არაოლიმპიურ წონებში.

საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

72 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ოთარ აბულაძემ მოიპოვა, რომელმაც მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ჩინელი ჯი ლენგი 9:5 დაამარცხა.

82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაო გელა ბოლქვაძემ მოიპოვა. მან ნახევარფრინალშ გასვლა შეძლო, სადაც დამარცხდა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ტაიზო იოშიდას 10:2 სძლია.

55 კგ წონით კატეგორიაში გიორგი თოხაძე გამოვიდა, რომელმაც რეპეშაჟიდან იბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის, მაგრამ სომეხ მანველ ხაჩატრიანთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა. 63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ მედალი ვერ მოიპოვა, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა.

0.119828