ფეხბურთი

18:33 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო: კვარაცხელიას აგენტი "ნაპოლის" დირექტორს შეხვდა

Sky Sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას შეხვდა.

ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა და მხარეები კონტრაქტის განახლებას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და უახლოეს ხანში მომდევნო შეხვედრა კიდევ დაგეგმეს.

ფეხბურთელის გარემოცვა კონტრაქტის 2029 წლამდე განახლების სანაცვლოდ, სეზონში 8 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „ნაპოლი“ მზადაა მისი ხელფასი გაასამმაგოს ამჟამინდელ გასამრჯელოსთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, მხარეები ახლოს არიან მორიგებასთან, თუმცა ჯერჯერობით, დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დღემდე 100 მატჩი აქვს ჩატარებული, 30 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი მიითვალა.

0.116846