საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს ოქტომბრის საუკეთესო გოლზე, ნომინანტებში კი, ზურიკო დავითაშვილია.
ლიგა 1-მა „ოსერის“ წინააღმდეგ გატანილი პირველი გოლი (ზურიკომ ამ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა) გამოარჩია.
დავითაშვილის გარდა, ნომინანტები არიან ფარიდ ელ მელალი (ანჟერი), ლუდოვიკ ბლასი (რენი), პრჟემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი), კარლოს ანდრეს გომესი (რენი).
ხმის მიცემა მოცემულ ლინკზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.