მადრიდის „რეალი“ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გამარჯვებული ვინისიუსი არ იყო.
ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა კი, ესპანური გრანდი გააკრიტიკა:
„ამბობენ, რომ „რეალი“ დიდი კლუბია და თავადაც უნდათ, რომ ეს იმიჯი ჰქონდეთ. თუმცა, რეალურად პატარა კლუბია, მე ვიტყოდი - პაწაწინა! რაც მათ გააკეთეს აბსოლუტურად სამარცხვინოა. ფეხბურთის მიმართ უდიდესი უპატივცემულობა გამოიჩინეს, ცერემონიის სხვა მონაწილეებისა და ყველა გამარჯვებულის მიმართ. ეს არის ქცევა, რომელიც სამარცხვინო და საშინელია.
ვიმეორებ, საშინელი საქციელია, მათ უნდა გაიგონ, რომ ფეხბურთის სამყარო მათ გარშემო არ ბრუნავს. მადრიდის „რეალს“ ჩვეულებრივ თეთრი მაისური აქვს, მაგრამ გუშინ ჩემი აზრით, ეს მაისური დაბინძურდა“, - თქვა დომენეკმა.