ფეხბურთი

15:32 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალდიდობის გამო ესპანეთის თასზე "ვალენსიას" მატჩი გადაიდო

ესპანეთის თასზე „ვალენსიას“ დღეს „პარლა ესკუელასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი გადაიდო.

ვალენსიაში წყალდიდობა მოხდა, რამაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „ვალენისამ“ ფედერაციას თამაშის გადადების თხოვნით მიმართა, რაც დაუკმაყოფილეს.

„ლოს ჩეს“ გასვლაზე, ვალენსიიდან 400 კმ-ის დაშორებით უნდა ეთამაშა, თუმცა, ქალაქში მომხდარი წყალდიდობის გამო კლუბმა მატჩის გადადება მაინც მოითხოვა.

გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩი, "ვალენსია" - "რეალიც" გადაიდოს, რომელიც 2 ნოემბერსაა დაგეგმილი.

აქვე გეტყვით, რომ „პარლა ესკუელასა“ და „ვალენსია“ შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება.

0.12235