ვეტერანმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ განაცხადა, რომ ოქროს ბურთის გადაცემა „რეალის“ ფეხბურთელისთვის უბრალოდ არ სურდათ, ამიტომაც ოქროს ბურთი როდრიმ მოიპოვა.
„ოქროს ბურთი „რეალის“ ფეხბურთელს უნდა მოეპოვებინა. შეუძლებელია, რომ ასე არ მოხდა, უაზრობაა. წარმოუდგენელია, რომ წელს მათ ოქროს ბურთი „რეალის“ ფეხბურთელს არ გადასცეს, მაგალითად, ვინისიუსს, ბელინგემს ან კარვახალს.
როდრიმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გასულ სეზონში იმსახურებდა, თუმცა მაშინ ოქროს ბურთი არ გადასცეს. მიხარია, რომ როდრიმ ეს ჯილდო მიიღო, თუმცა არ მგონია, რომ წელს იმსახურებდა, ჩემი აზრით, შარშან იმსახურებდა, რადგან შარშან არ მისცეს, წელს აჩუქეს.
წელს მათ უბრალოდ არ სურდათ ოქროს ბურთის გადაცემა „რეალის“ ფეხბურთელისთვის, ეს არის რეალობა. ოქროს ბურთს დიდი აზრი არ აქვს, არავითარი პრესტიჟი აღარ გააჩნია, გვითხრან, რა არის ხმის მიცემის კრიტერიუმი. თუ კრიტერიუმია რა გააკეთე გუნდში და ნაკრებში, მაშინ როდრის და ვინისიუსს არ უნდა მოეგოთ, არამედ კარვახალს. პირველად ვნახე, რომ ოქროს ბურთი მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტოპ 11-ში არაა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - თქვა გუტიმ.