კალათბურთი

2:44 | 30.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 21 ქულა ევროლიგაში, "ვირტუსი" მაინც დამარცხდა

ევროლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 84:87 დამარცხდა.

იტალიელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ მეორე პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 8:21 დათმეს და მერე თამაშის შემობრუნება გაუჭირდათ.

თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 11-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ ევროლიგაში 1 მოგებით და 5 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 31 ოქტომბერს, „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება.

0.115612