ფეხბურთი

1:48 | 29.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი - ოქროს ბურთის ახალი მფლობელი
როდრი 1960 წლის შემდეგ პირველი ესპანელია, ვინც ეს ჯილდო მოიგო

2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი როდრი გახდა.

France Football-ის გამოკითხვაში ესპანელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, შესაბამისად, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ როდრი 1960 წლის შემდეგ პირველი ესპანელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. გარდა ამისა, 2008 წლის შემდეგ პირველად ოქროს ბურთი მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი და ერლინგ ჰოლანდი.

ქალთა შორის, ოქროს ბურთი ზედიზედ მეორედ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა აიტანა ბონმატიმ მოიგო.

2024 წლის ოქროს ბურთის ტოპ 30

1. როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

2. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)

3. ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)

4. დანი კარვახალი (რეალი, ესპანეთი)

5. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)

6. კილიან მბაპე (პსჟ/რეალი, საფრანგეთი)

7. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)

8. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)

9. ტონი კროოსი (რეალი, გერმანია)

10. ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)

11. ფილ ფოდენი (მანჩესტერი, ინგლისი)

12. ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი, გერმანია)

13. დანი ოლმო (ბარსელონა, ესპანეთი)

14. ადემოლა ლუკმანი (ატალანტა, ნიგერია)

15. ნიკო უილიამსი (ბილბაო)

16. გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი, შვეიცარია)

17. ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი)

18. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)

19. მარტინ ოდეგორი (არსენალი, ნორვეგია)

20. ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი, თურქეთი)

21. ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)

22. ანტონიო რიუდიგერი (რეალი, გერმანია)

23. რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

24. ვილიამ სალიბა (არსენალი, საფრანგეთი)

25. კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)

26. დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)

27. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)

28. ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი, ესპანეთი)

29-30. არტიომ დოვბიკი (ჟირონა/რომა, უკრაინა)

29-30. მატს ჰუმელსი (დორტმუნდი/რომა, გერმანია)

სხვა ნომინაციის გამარჯვებულები

ვაჟთა წლის საუკეთესო გუნდი - რეალი (ესპანეთი)

ქალთა წლის საუკეთესო გუნდი - ბარსელონა (ესპანეთი)

წლის საუკეთესო ბომბარდირი (გერდ მიულერის ტროფი) - ჰარი კეინი და კილიან მბაპე (52-52 გოლი)

წლის საუკეთესო მეკარე - ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)

წლის საუკეთესო მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი (რეალი, იტალია)

წლის საუკეთესო მწვრთნელი (ქალთა ფეხბურთში) - ემა ჰეიეზი (აშშ-ს ნაკრები, ინგლისი)

წლის საუკეთესი ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

0.119412