იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი სამშობლოში დაბრუნდა და "ჯენოაში" ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბალოტელიმ "ჯენოასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მარიო ბალოტელი ბოლოს „ადანა დემირსპორში“ თამაშობდა, მანამდე უამრავ გუნდში იყო - „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „მილანში“, „ლივერპულში“, „ნიცაში“, „მარსელში“, „ბრეშაში“, „მონცასა“ და „სიონში“.
მარიო ბალოტელი „ჯენოას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.