ფეხბურთი

21:58 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "უკვე დიდი წარმატებაა, რომ ერთ-ერთ ნომინანტად მოვიაზრები"

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ვალენსიას წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიორგის კომენტარი გაავრცელა:

"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს".

წლის საუკეთესო მეკარეს France football-ი დღეს დაასახელებს, ნომინანტები კი არიან: იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია), უნაი სიმონი (ბილბაო, ესპანეთი), რონუენ უილიამსი (სუნდონსი, სამხრეთ აფრიკა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო), მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი), ანდრეი ლუნინი (რეალი, უკრაინა), გრეგორი კობელი (დორტმუნდი, შვეიცარია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), დიოგო კოშტა (პორტუ, პორტუგალია).

0.117645