ფეხბურთი

16:14 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერიდან" ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლეს

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ერიკ ტენ ჰაგი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი „ვესტ ჰემთან“ მარცხის (1:2) შემდეგ გაათავისუფლეს. გუნდს დროებით მისი ასისტენტი, რუუდ ვან ნისტელროი გაწვრთნის, სანამ „წითელი ეშმაკები“ ახალ მწვრთნელს იპოვიან.

ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერს“ 2022 წლიდან ავარჯიშებდა, მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერმა“ 128 მატჩიდან 70 მოიგო, 23-ჯერ ფრეს დასჯერდა და 35-ჯერ დამარცხდა. მან გუნდს 2023 წელს ინგლისის ლიგის თასი, ხოლო 2024 წელს ასოციაციის თასი მოაგებინა.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მხოლოდ მე-14 ადგილზეა.

0.127495