34 წლის მარიო ბალოტელი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. ვეტერანი ფორვარდი გენუაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
მან უკვე კომენტარიც გააკეთა:
„ძალიან მოტივირებული ვარ, საუბრის დიდი სურვილი არ მაქვს, მინდა, ჩემი ახალი თავგადასავალი „ჯენოაში“ დავიწყო“, - თქვა ბალოტელიმ.
მარიო ბალოტელი ბოლოს „ადანა დემირსპორში“ თამაშობდა, მანამდე უამრავ გუნდში იყო - „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „მილანში“, „ლივერპულში“, „ნიცაში“, „მარსელში“, „ბრეშაში“, „მონცასა“ და „სიონში“.
მარიო ბალოტელი „ჯენოას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.