ფეხბურთი

14:11 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, 7-8 გოლი უნდა გაგვეტანა"

მილანის „ინტერის“ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „იუვენტუსთან“ მატჩის (4:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, შედეგით იმედგაცრუებულია, რადგან 7-8 გოლის გატანა შეეძლოთ.

„ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორც მწვრთნელი, იმედგაცრუებული. ოთხი გოლი გავუშვით და ანალიზის მიზეზი არსებობს. შეიძლება ისეთი კარგი გუნდისგან, როგორიც „იუვენტუსია“ ოთხი დარტყმა მიიღო, მაგრამ არ შეიძლება ოთხი გოლი გაუშვა. ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც აქამდე 8 ტურში ერთადერთი გოლი ჰქონდა გაშვებული, ისიც პენალტით და დღეს 7-8 გოლის გაშვება შეეძლო. ბევრი მომენტი გვქონდა მეხუთე გოლის გასატანად. ილდიზის გოლმა კი, ყველაფერი შეცვალა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ 18 ქულით მეორე ადგილზეა, „იუვენტუსი“ 17 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო სერია A-ს 22 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს.

0.111864