ფეხბურთი

1:42 | 28.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ მამუჩაშვილმა "შერიფში" მორიგი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ტირასპოლის „შერიფმა“ მოლდოვის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ზიმბრუს“ ადვილად, 4:2 აჯობა, რაშიც წვლილი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გოლით შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:1 გახადა. ეს მისი მეოთხე გოლი იყო „შერიფში“, მანამდე ჰეთ-თრიქი შეასრულა სექტემბერში. მამუჩაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს.

„შერიფი“ 29 ქულით ლიდერობს მოლდოვის ჩემპიონატს, მომდევნო ტურში კი 2 ნოემბერს, „მილსამის“ დაუპირისპირდება.

0.115225