გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მორიგი გოლი გაიტანა.
გრაცელებმა სტუმრად „ლასკი“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო 33-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა, რომელმაც ბოლო ორ ტურში უკვე მესამე გოლი მიითვალა.
მთლიანობაში კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა.
„შტურმი“ 25 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, 2 ნოემბერს კი, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.