ფეხბურთი

21:34 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" "ხეტაფესთან" მოგება ბოლოსკენ დაკარგა და ისევ ბოლო ადგილზეა

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ესტუმრა, რომელსაც დაუზავდა და ქულას დასჯერდა - 1:1.

რუბენ ბარახას გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს ენცო ბარენეჩეამ დააწინაურა და ვალენსიელები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდათ, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გაუშვეს.

90-ე წუთზე პანელტით მაურო არამბარიმ გაათანაბრა ანგარიში და გუნდებმა ქულები გაიყვეს. გიორგი მამარდაშვილმა თავისი გუნდი სამჯერ გადაარჩინა, მათ შორის, ორჯერ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როცა ზედიზედ ორი სუპერსეივი მიითვალა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

„ვალენსია“ 7 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

0.114164