იტალიური მედია „პარმასთან“ ქართველი მცველის საბა გოგლიჩიძის თამაშს გამოეხმაურა. მან საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა.
Pianetaempoli 6 ქულა: „ზოგჯერ უზუსტობა ჰქონდა თამაშში, მაგრამ საფრთხეს არასდროს უქმნის თავის გუნდს, კარგად ითამაშა. უფრო და უფრო საიმედოა“.
Calciomercato 5.5 ქულა: „კანჩელიერიმ გამოცდა მოუწყო, თავს იცავს, როგორც შეუძლია, მაგრამ გამათანაბრებელი გოლი მისი ზონიდან გავიდა“.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „მართლაც საინტერესოა ეს 20 წლის ქართველი, რომელიც ვეტერანის სიმშვიდით თამაშობს, დაცვაში თანაგუნდელებს წინ უძღვება. რამდენჯერმე დაცვა იხსნა“.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლი“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 ოქტომბერს, „ინტერს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.