კალათბურთი

18:20 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში „ტენერიფემ“ „გრან კანარიას“ 84:74 აჯობა. მასპინძლებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მერე ხელიდან აღარ გაუშვიათ და იმარჯვეს.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 8 ქულით და 3 მოხსნით გამოირჩა. ქართველმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. „გრან კანარიაში“ ჯო ტომასონმა 15 წუთში 9 ქულა მიითვალა.

„ტენერიფე“ 3 მოგებით და 1 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. „გრან კანარია“ 3 მოგებით და 2 წაგებით მეშვიდეა და წინ „ბასკონიასთან“ თამაში აქვს.

0.245057