ფეხბურთი

17:45 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის 90 წუთი და "ემპოლის" ფრე "პარმასთან"

სერია A-ს მე-9 ტურში „ემპოლი“ „პარმას“ საგარეო შეხვედრაში დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ემპოლი“ 35-ე წუთზე ვოიო კულიბალის ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც მე-80 წუთზე გაბრიელ შარპენტიემ უპასუხა და ფრე 1:1. „პარმას“ მოგებაც შეეძლო, მაგრამ 83-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს.

საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მეშვიდედ ითამაშა „ემპოლის“ ძირითადი შემადგენლობაში და ამჯერადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ შეცდომები თითქმის არ დაუშვია და მისი ზონიდან „პარმას“ ხიფათის შექმნა უჭირდა.

„ემპოლი“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 ოქტომბერს, „ინტერს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.114119