ფეხბურთი

17:10 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ქულა გადაარჩინა, "იბერიამ" ბოლო წუთზე მოიგო

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური დაიწყო, რომლის ორი მატჩი გაიმართა.

წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ფრეს დასჯერდა. პირველი ტაიმის მიწურულს დუბლი ლევან კუტალიამ შეასრულა და მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე ნახევარში „დინამო ბათუმმა“ რევაზ ინჯგიას გოლით შეამცირა სხვაობა, რასაც ლუკა ქაფიანიძის ავტოგოლი მოჰყვა და ორბურთიანი სტატუსქვო აღდგა. მერე ბათუმელებმა მამუკა კობახიძის გოლით შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ჯალენ ბლესამ აღადგინა წონასწორობა და ფრე - 3:3.

„დინამო ბათუმი“ 46 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, „სამგურალი“ კი 32 ქულით მეექვსეა და „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „იბერიამ“ „სამტრედიასთან“ უმნიშვნელოვანესი და უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა.

90-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და ლევან კორღალიძის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. „იბერია“ სამ დროისთვის 61 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 26 ქულით მეცხრეა და წინ „გაგრასთან“ თამაში ელოდება.

„სამტრედია“ – „იბერია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სიხარულიძე (90)

„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 3:3 (2:0)

გოლები: 1:0 კუტალია (45), 2:0 კუტალია (45, პენ), 2:1 ინჯგია (48), 3:1 ქაფიანიძე (69, ა.გ), 3:2 კობახიძე (72), 3:3 ბლესა (90)

0.110755