სხვა

12:06 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა არის ემოციური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ემოციური ჯანმრთელობა - ჩვენი ფიქრებისა და გრძნობების „კარგად ყოფნაა“. სირთულეებთან გამკლავებისა და ემოციების მიმღებლობის უნარი, რომელიც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

მითია ის, რომ შეუძლებელია ემოციურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. დიახ, რთულია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, თუ მოვინდომებთ, აუცილებლად გამოგვივა.

რა ხდება როცა დროს ვუთმობთ ემოციურ ჯანმრთელობას?

• ვიღებთ უკეთეს ურთიერთობებს ადამიანებთან - მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან კავშირები უფრო ჰარმონიული ხდება;

• ვხდებით უფრო პროდუქტიულები, რადგან გონება მეტად ფოკუსირებულია. ეს კი ჩვენს წარმატებაზე მოქმედებს ნებისმიერ გარემოში;

• უფრო ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი ემოციები დაბალანსებულია და ცხოვრებისადმი კმაყოფილება გაზრდილი.

რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებთ:

• მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ემოციური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა;

• რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ფეხით სიარული, განწყობას ყოველთვის ამაღლებს;

• მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება, ასევე საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გაცნობა ძალიან სასარგებლოა ემოციური ჯანმრთელობისთვის - ადამიანური კავშირების შექმნა და გამყარება უმნიშვნელოვანესია;

• იკვებეთ ჯანსაღად და დაბალანსებულად, რათა ორგანიზმიცა და გონებაც საჭირო ენერგიით მოამარაგოთ. ასევე რეკომენდებულია, რომ ყოველ ღამით 7-9 საათი გეძინოთ, რათა მეორე დღეს ფოკუსირებულები იყოთ და უკეთესი განწყობა გქონდეთ.

და ბოლოს...

გაითვალისწინეთ ისიც, რომ დახმარების თხოვნის არ უნდა მოგერიდოთ, თუკი ფიქრობთ რომ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთან საუბარი დაგეხმარებათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია.

ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციაზე ჩაწერა „ავერსის კლინიკის“ საიტზე ონლაინაც შეგიძლიათ?

®

0.118062