„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „რეალთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. დაცვამ კარგად ითამაშა, შესვენების დროს კი, სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იმუშავეს, მათ თავიანთი უნარები აჩვენეს, ყველამ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა შეტევაშიც და დაცვასიც.
ყოველთვის ვამბობ, რომ გაუმჯობესება გვიყვარს. დღეს ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენი იდეების გვჯერა, ასეთივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. მეორე ტაიმში ზეწოლა გავზარდეთ, უფრო მეტად ვაკონტროლებდით ბურთს. ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხედებით“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას 30 ქულით ლიდერობს და „რეალს“ 6 ქულით უსწრებს.