ილია თოფურიას მაქს ჰოლოვეისთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსმა ჟურნალისტმა პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა.
შეკითხვა ისლამ მახაჩევთან ქუჩაში ჩხუბს ეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი, რუსმა მას ჰკითხა, რა იცოდა ქუჩის შესახებ, მაშინ, როცა ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად.
- ჟურნალისტი: გილოცავ ტიტულს. ბრძოლამდე ინტერვიუში თქვი, რომ ისლამ მახაჩევი ქუჩაში რომ შეგხვდეს, საავადმყოფო დასჭირდებოდა. შენ გერმანიაში დაიბადე და 15 წლისა ესპაანეთში გადახვედი. რა იცი ქუჩის შესახებ?
- თოფურია: ვინ მოიყვანა ეს აქ? ვინ ხარ ბიჭო, შენ? გადაუთარგმნეთ რა, ამას.
- ჟურნალისტი: აქ ჩემით მოვედი.
- თოფურია: ჰოდა, მოგიწევს ადგომა და ოთახიდან შენითვე გასვლა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ში ქამრის მფლობელი გახდა და ახლა მისი დაცვაც მოახერხა.