ფეხბურთი

11:09 | 27.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბოლოს "ბარსელონასთან" 0:4 რომ წავაგეთ, იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, სანამ ისინი გოლს გაიტანდნენ. ამის შემდეგ დიდი ძალებით ვცდილობდით შეტევას, მაგრამ მეტოქემ ამით ისარგებლა. ჩვენ გავრისკეთ, „ბარსელონას“ კი დიდი სივრცე ჰქონდა. პირველი ტაიმი მომეწონა.

ჩვენ ახლა ძალიან გვტკივა, ეს რთული მომენტია, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით, სეზონი გრძელია. მბაპეს შეეძლო 3-4 გოლის გატანა, ჩვენი შანსები უკეთ უნდა გამოვიყენოთ, თამაშგარეში ბევრჯერ მოვხვდით.

შედეგი არ ასახავს მოედანზე მომხდარს. დიახ, „ბარსელონა“ გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ პირველ გოლამდე ძალიან თანაბარი თამაში იყო. ამ მარცხისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. თვითკრიტიკა ფუნდამენტურია, მაგრამ ყველაფერი არ უნდა გადავაგდოთ, რადგან ჩვენი პირველი ტაიმი კარგი იყო.

ეს მარცხი განსხვავდება ჩემპიონთა ლიგაზე „ლილთან“ წაგებისგან. იმ დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ, დღეს არა. ბოლოს შინ 0-4, რომ წავაგეთ „ბარსელონასთან“, მოვიგეთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას. რა მოხდა ფლიკთან? არაფერი, ასისტენტთან იყო კამათი, არა ფლიკთან“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „რეალს“ ლა ლიგაში უკვე 6 ქულით გაასწრო.

0.118098