„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩში „საუთჰემპტონთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0) კომენტარი გააკეთა.
„დღეს საუბარი იყო არა იმაზე, თუ რამდენად ყრუდ იცავდნენ ისინი თავს, არამედ რამდენად კარგად თამაშობენ ბურთით, მეკარით და მოძრაობით. ეს კარგი თამაშია მწვრთნელებისთვის სასწავლოდ. „საუთჰემპტონმა“ ძალიან კარგად ითამაშა. მათ ბევრი მომენტი არ შექმნეს, მაგრამ წარმოუდგენელი ძალისხმევა დაგვჭირდა ბურთის გასაკონტროლებლად. ჩვენც შევქმენით მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ შედეგი კარგი იყო.
ახლა მხოლოდ ორი-სამი დღე გვაქვს აღსადგენად. მაგრამ მიჩვეულები ვართ, ბოლო 11 თვე ორ-სამ დღეში ერთხელ ვთამაშობდით.
პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ვერ დავასვენებთ, მაგრამ იმედია, ადრე თუ გვიან შევძლებთ მათ შესვენებას და ზოგიც დაბრუნდება“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „სიტი“ 23 ქულით პირველ ადგილზეა.30 ოქტომბერს გვარდიოლას გუნდი ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში“ ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.