ფეხბურთი

20:23 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ჯერჯერობით ისევ „მანჩესტერ სიტი“ გალიდერდა

დასრულდა ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონის მე-9 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „საუთჰემპტონი“ დაუპირისპირდნენ. „სიტიმ“ 1:0 გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი მეხუთე წუთზე „ქალაქელების“ ნორვეგიელმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.

ცხრა მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ 23 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 23 ქულით. „საუთჰემპტონი“ იმავე რაოდენობის მატჩებს შემდეგ, ერთი ქულით ბოლო - მე-19-ე.

„სიტი“ ლიდერი მინიმუმ კვირა საღამომდე იქნება, სანამ „არსენალი“ და „ლივერპული“ არ ითამაშებენ. მათი თამაში კი ხვალ ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაწყება.

0.116385