ფეხბურთი

20:03 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: „დორტმუნდმა“ „აუგსბურგთან“ წააგო

ბუნდესლიგის მე-8 ტურის მატჩში, „აუგსბურგმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მეოთხე წუთზე „ბორუსიას“ თავდამსხმელმა დონიელ მალენმა გახსნა ანგარიში. მაგრამ შემდეგ მასპინძლების ჯერი დადგა. 25-ე წუთზე ალექსის კლოდ-მორისმა გაათანაბრა. 50-ზე კი მანვე დუბლი შეასრულა - 2:1.

ამჟამად „ბორუსია“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. გუნდმა რვა მატჩის შემდეგ 13 ქულა დააგროვა. „აუგსბურგი“ 10 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.075606