ფეხბურთი

17:33 | 26.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" წარუმატებელი სერია შეწყვიტა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-12 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ბლექბერნი“ 1:0 დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ედო კაიემბემ გაიტანა, რომელმაც პენალტი შეასრულა ზუსტად. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მეორე ნახევრის სტარტზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„უოტფორდი“ 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში კი, 2 ნოემბერს, „შეფილდ უენსდის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.139824