ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ინტერთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სკუდეტოს ფავორიტები „ინტერი“ და „ნაპოლი“ არიან.
„ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის. ყველა თამაში განსხვავებულია და თავისი ისტორია აქვს. ნათელია, რომ „ინტერი“ და „ნაპოლი“ ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან, ეს არ არის ჩემი აზრი, არამედ ფაქტია“, - თქვა მოტამ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.