ფეხბურთი

16:55 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "ლაკაზეტი და მიქაუტაძე "ლიონის" პრობლემაა, რომელიც აღარ იმალება"

ფრანგულ მედიაში „ლიონის“ პრობლემებზე დაწერეს და ყველაზე მეტად, ალექსანდრ ლაკაზეტისა და გიორგი მიქაუტაძის ნაკლებეფექტიანობა გამოარჩიეს.

ამ ორი ფორვარდის ანგარიშზე ჯამში სულ 3 გოლია, რომლებიც ლაკაზეტიმ გაიტანა, ამიტომ, ნათელია, რომ „ლიონს“ მათი გოლები ძალიან აკლია.

„ლიონი“ და მისი გულშემატკივრები ცუდ ხასიათზე იღვიძებენ, რადგან „ბეშიქთაშთან“ წაგება დამსახურებული ნამდვილად არ იყო. პიერ საჟი აღიარებს, რომ მისმა გუნდმა არ იცის როგორ მოკლას მატჩი, როგორც ეს „მარსელთან“ თამაშში მოხდა. „ლიონის“ მწვრთნელს არ სურს, ვინმესკენ გაიშვიროს ხელი, მაგრამ აშკარაა, რომ ალექსანდრ ლაკაზეტის და გიორგი მიქაუტაძის თამაში არ არის ისეთი, როგორიც მათგანაა მოსალოდნელი. „გენერალს“ ამ სეზონში სამი გოლი აქვს, ჟორჟს კი, გოლი არ გაუტანია, რაც 18.5 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდი შედეგია. ამიტომ, ეს აშკარა პრობლემაა, რომელსაც „ლიონი“ ვეღარ მალავს.

„ლიონის“ მწვრთნელმა ახლა ყურადღება მომდევნო მატჩებზე უნდა გადაიტანოს, რომელთაგან პირველი კვირას, „ოსერთან“ გაიმართება. იმედია, ამჯერად „ლიონის“ ბომბარდირები გოლს გაიტანენ“, - წერს ფრანგული მედია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ დღემდე 10 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, თავი მხოლოდ ერთი საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.101971