პსჟ-ს, „მარსელის“ და მაროკოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აბდელაზიზ ბარადა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაროკოული მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ბარადა პსჟ-ს მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ „ხეტაფეში“, „ალ-ჯაზირაში", „მარსელში“, „ალ-ნასრში“, „ანტალიასპორში“ და „ხიმნასტიკში“ ითამაშა.
მაროკოს ნაკრებში მან 28 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2013 წელს აფრიკის თასზე ითამაშა, სადაც 2 საგოლე პასით გამოირჩა.