ფეხბურთი

0:45 | 25.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე მხოლოდ 10 წუთი ათამაშეს, "ლიონი" ევროპა ლიგაზე დამარცხდა

ევროპა ლიგის მესამე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გედსონ ფერნანდეშმა გაიტანა. მიქაუტაძე ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე მხოლოდ 79 წუთზე გამოჩნდა...

„ლიონს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 7 ნოემბერს, სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ შეხვდება.

ლაშა ოდიშარიას და ლუკა სილაგაძის „რფს“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. ოდიშარიამ 83-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სილაგაძე სათადარიგო სკამზე იყო. „რფს-ს“ ერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში 7 ნოემბერს, „ანდერლეხტს“ უმასპინძლებს.

კონფერენს ლიგაზე ლაშა დვალის „აპოელი“ შინ „ბორაცთან“ 0:1 დამარცხდა. ლაშა დვალი არ ათამაშეს, თადარიგში დარჩა. „აპოელს“ 1 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 7 ნოემბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

0.104401