ფეხბურთი

21:10 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონია" - "მილანის" მატჩი გადაიდო, ეს "ნაპოლისთვისაც" მნიშვნელოვანი ამბავია

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის მატჩი „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ შორის გადაიდო. ქალაქ ბოლონიას ხელმძღვანელობამ მოითხოვა თამაშის გადადება, რაც დაკმაყოფილდა.

მატჩის გადადების მიზეზი სტადიონის ირგვლივ მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც გამოწვეულია რამდენიმე დღის წინ ბოლონიაში მოსულ ძლიერ წვიმასთან. გარდა ამისა, შაბათს, როცა მატჩი უნდა გამართულიყო, ისევ უამინდობაა მოსალოდნელი.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება ზემოხსენებული მატჩი, მაგრამ ვინაიდან კალენდარი ძალიან გადატვირთულია, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, 2024 წელს მისი გამართვა თითქმის შეუძლებელია. იტალიური მედიის ცნობით, მატჩი 2025 წლის იანვარში ან უფრო დიდი ალბათობით, თებერვალში ან მარტში გაიმართება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ამ მატჩის გადადებით ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისაც“ წაადგება: „ბოლონიასთან“ თამაში დისკვალიფიკაციის გამო „მილანის“ ლიდერებს, ტეო ერნანდესს და ტიჯანი რეინდერსს უნდა გამოეტოვებინათ, მაგრამ ვინაიდან თამაში გადაიდო, ფრანგი მცველი და ნიდერლანდელი ნახევარმცველი 29 ოქტომბერს, „ნაპოლისთან“ დაგეგმილ საშინაო შეხვედრაში ვერ ითამაშებენ.

თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, მატჩის გადადების მიუხედავად, Lega Calcio ბოლო მომენტამდე ეცდება გამოსავლის პოვნას, რაც მატჩის უმაყურებლოდ ან სხვა სტადიონზე ჩატარებაში მდგომარეობს. ასე რომ, შეიძლება გადაწყვეტილება უახლოეს ხანში შეიცვალოს.

0.116107