ფეხბურთი

21:42 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს

საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მანჩინის დათხოვნის მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. საუდის არაბეთმა ოქტომბერში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იაპონიასა და ბაჰრეინთან საშინაო მატჩებში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა. მუნდიალის შესარჩევში არაბები ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მესამე ადგილზე არიან.

0.119312