ფეხბურთი

16:22 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების პოზიცია ფიფას განახლებულ რეიტინგში

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა.

ვილი სანიოლის გუნდმა ოქტომბერში უკრაინისა და ალბანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა, რის გამოც რეიტინგშიც რეგრესი განიცადა და ამჟამად 67-ე ადგილზეა, როცა ერთი თვის წინ 66-ე ადგილზე იყო. საქართველოს ნაკრები უკან სწორედ ალბანეთმა მოიტოვა, რომელიც ორი საფეხურით დაწინაურდა. უკრაინა 25-ე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი 45-ე პოზიციაზე.

...65. ალბანეთი - 1379.29 ქულა

66. ფინეთი - 1374.58

67. საქართველო - 1365.56

68. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 1361.34

69. ჩრდ. მაკედონია - 1361.01

მოწინავე ათეულში ცვლილებები მოხდა, ოღონდ არა ლიდერებში. პირველ ადგილზე ისევ არგენტინაა, შემდეგ მოდიან საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებები.

რაც შეეხება ცვლილებებს, იტალიამ კოლუმბიას პორტუგალიამ ნიდერლანდებს გადაასწრო.

1. არგენტინა - 1883.5 ქულა

2. საფრანგეთი - 1859.85

3. ესპანეთი - 1844.33

4. ინგლისი - 1807.83

5. ბრაზილია - 1784.37

6. ბელგია - 1761.27

7. პორტუგალია - 1752.68

8. ნიდერლანდები - 1748.24

9. იტალია - 1729.4

10. კოლუმბია - 1724.37

ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფა რეიტინგს კიდევ ერთხელ, 2024 წელს ბოლოჯერ განაახლებს, რომელიც 28 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ფიფას რეიტინგი სრულად...

0.114314