ფეხბურთი

15:32 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის „ბარსელონასთან" მატჩში „ბაიერნის" დამარცხებას გამოეხმაურა

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში „ბარსელონასთან“ (1:4) გუნდის გამანადგურებელ მარცხზე ისაუბრა.

„პირველ ტაიმში სტუმრად სამი გოლის გაშვება არ იყო სასურველი დასაწყისი ჩვენთვის. შესვენებამდე გვქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან საშიშად გამოვიყურებოდით, მაგრამ „ბარსელონამ“ კარგად ითამაშა. ჩვენ კი ვერ გამოვიყენეთ შესაძლებლობები და ამისათვის დავისაჯეთ.

აქედან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. ვფიქრობ, შესაძლოა, ცოტათი გავერთეთ ბოლო ბურთის ზედმეტად სწრაფად გათამაშებისას. ბურთის მეტი ფლობა რომ გვქონოდა, უკეთესი შანსი გვექნებოდა. მაგრამ არ არის საჭირო პანიკა; საქმე ის არის, რომ ვისწავლოთ და შემდეგ ჯერზე უკეთ ვითამაშოთ“, - ციტირებს კეინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში „ბაიერნის“ ერთადერთი გოლი კეინმა გაიტანა.

0.110268