ფეხბურთი

11:08 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ მწვრთნელმა კომპანიმ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა დაასახელა

„ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ გამარჯვება მიულოცა. შეხვედრა კატალონიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

„ვულოცავ „ბარსელონას.“ ამჟამად ის საუკეთესო გუნდია ევროპაში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, შედეგი ასეთი რომ გამოვიდა“, - ციტირებს კომპანიის სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

სამი მატჩის შემდეგ „ბარსელონამ“ ექვსი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. „ბაიერნს“ სამი ქულა აქვს და 24-ე ადგილზეა.

0.121171