ფეხბურთი

1:00 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლილის" ტრიუმფი, "ატლეტიკოს" ფიასკო, "ბარსელონამ" "ბაიერნი" გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგაზე სამი ტური მიილია და ორი ლიდერია: „ასტონ ვილას“ „ლივერპულიც“ შეუერთდა - სწორედ ეს ორი გუნდია, რომლებსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავთ.

„ლივერპულმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად სტუმრად „ლაიფციგი“ 1:0 დაამარცხა დარვინ ნუნიეშის ერთადერთი გოლით. არნე სლოტის გუნდი 9 ქულით „ასტონ ვილასთან ერთად ლიდერია, ხოლო „ლაიფციგი“ უქულოდაა.

მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც პრაღის „სპარტა“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც ერთი მართლაც გასაოცარი გოლი გაიტანა. პეპ გვარდიოლას გუნდს 7 ქულა აქვს. „სპარტა“ განადგურების მიუხედავად, 4 ქულით იწონებს თავს და პირველი მარცხი განიცადა.

7 ქულას მოუყარა სამ ტურში თავი მილანის „ინტერმაც“, რომელმაც ბერნში, „იანგ ბოიზი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. სიმონე ინძაგის გუნდი ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკუს ტურამმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „იანგ ბოიზი“ უქულოდ და უგოლოდაა.

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა „ლილია“. ფრანგულმა გუნდმა წინა ტურში შინ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა, ახლა უკვე მადრიდში ჩავიდა და „ატლეტიკოსაც“ მოუგო! დიეგო სიმეონეს გუნდი იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუშვა და 1:3 წააგო. „ატლეტიკოს“ ცუდი სტარტი აქვს - სამ ტურში მხოლოდ სამი ქულა, 8 გაშვებული გოლი და ზედიზედ მეორე წაგება. „ლილის“ აქტივში კი, „რეალსა“ და „ატლეტიკოსთან: მოპოვებული 6 ქულაა.

ლისაბონის „ბენფიკა“ ამ ტურამდე უდანაკარგო იყო, მაგრამ ამჯერად საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდთან“ განიცადა მარცხი. ორივე გუნდის აქტივში 6-6 ქულაა.

მოიგო „დინამო ზაგრებმაც“, რომელმაც 4 ქულა დააგროვა. ხორვატებმა გასვლაზე „ზალცბურგს“ 2:0 აჯობეს. ავსტრიული კლუბი უქულოდაა და აშკარად, ერთ-ერთი სუსტი გუნდია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.

და ბოლოს, ტურის ცენტრალური მატჩი: „ბარსელონამ“ „ბაიერნზე“ შური იძია, შეიძლება მცირედით, მაგრამ მაინც. ამ გუნდების ბოლო 5 მატჩი „ბაიერნს“ ჰქონდა მოგებული, ბურთების საერთო ბალანსიც საოცარი იყო - 19:2-ზე გერმანელთა სასარგებლოდ.

თუმცა, ამჯერად, ესპანელებმა მოიგეს, თანაც მეტოქე გაანადგურეს - 4:1! ჰანსი ფლიკის „ბარსა“ უბრალოდ საოცარ ფორმაშია, უამრავი გოლი გააქვს და გამართული გუნდია. ბრწყინვალე იყო რაფინია, რომელამც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც რობერტ ლევანდოვსკიმ გაუტანა ყოფილ გუნდს და გოლი არ აღნიშნა. „ბარსამ“ 6 ქულა დააგროვა, ხოლო „ბაიერნი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა, შესაბამისად, ჯერ მხოლოდ 3 ქულა აქვს, რომელიც პირველ ტურში „დინამო ზაგრებთან“ 9:2 გამარჯვებით მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური ორ კვირაში გაიმართება.

„მანჩესტერ სიტი“ – „სპარტა“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფოდენი (3), 2:0 ჰოლანდი (58), 3:0 სტოუნსი (64), 4:0 ჰოლანდი (68), 5:0 ნუნიეში (88, პენ)

„ზალცბურგი“ – „დინამო ზაგრები“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კულენოვიჩი (49), 0:2 პეტკოვიჩი (84)

„ბენფიკა“ – „ფეიენოორდი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 უედა (120, 0:2 მილამბო (33), 1:2 აკტურკოღლუ (66), 1:3 მილამბო (90)

„იანგ ბოიზი“ – „ინტერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტურამი (90)

„ბარსელონა“ – „ბაიერნი“ 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 რაფინია (1), 1:1 კეინი (18), 2:1 ლევანდოვსკი (36), 3:1 რაფინია (45), 4:1 რაფინია (56)

„ატლეტიკო“ – „ლილი“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (8), 1:1 ჟეგროვა (61), 1:2 დავიდი (74, პენ), 1:3 დავიდი (89)

„ლაიფციგი“ – „ლივერპული“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ნუნიეში (27)

1. ასტონ ვილა 3 3 0 0 6 0 6 9
2. ლივერპული 3 3 0 0 6 1 5 9
3. მანჩესტერ სიტი 3 2 1 0 9 0 9 7
4. მონაკო 3 2 1 0 9 4 5 7
5. ბრესტი 3 2 1 0 7 2 5 7
6. ლევერკუზენი 3 2 1 0 6 1 5 7
7. ინტერი 3 2 1 0 5 0 5 7
8. სპორტინგი 3 2 1 0 5 1 4 7
9. არსენალი 3 2 1 0 3 0 3 7
10. ბარსელონა 3 2 0 1 10 3 7 6
11. დორტმუნდი 3 2 0 1 12 6 6 6
12. რეალი 3 2 0 1 8 4 4 6
13. ბენფიკა 3 2 0 1 7 4 3 6
14. იუვენტუსი 3 2 0 1 6 4 2 6
15. ლილი 3 2 0 1 4 3 1 6
16. ფეიენოორდი 3 2 0 1 6 7 -1 6
17. ატალანტა 3 1 2 0 3 0 3 5
18. შტუტგარტი 3 1 1 1 3 4 -1 4
19. პარი სენ-ჟერმენი 3 1 1 1 2 3 -1 4
20. სელტიკი 3 1 1 1 6 8 -2 4
21. სპარტა 3 1 1 1 4 6 -2 4
22. დინამო ზაგრები 3 1 1 1 6 11 -5 4
23. ბაიერნი 3 1 0 2 10 7 3 3
24. ჟირონა 3 1 0 2 4 4 0 3
25. მილანი 3 1 0 2 4 5 -1 3
26. ბრიუგე 3 1 0 2 2 6 -4 3
27. ატლეტიკო 3 1 0 2 3 8 -5 3
28. პსვ ეინდჰოვენი 3 0 2 1 3 5 -2 2
29. ბოლონია 3 0 1 2 0 4 -4 1
30. შახტარი 3 0 1 2 0 4 -4 1
31. ზალცბურგი 3 0 0 3 3 6 -3 0
32. შტურმი 3 0 0 3 1 5 -4 0
33. ცრვენა ზვეზდა 3 0 0 3 2 11 -9 0
34. ლაიფციგი 3 0 0 3 0 9 -9 0
35. იანგ ბოიზი 3 0 0 3 0 9 -9 0
36. სლოვანი 3 0 0 3 1 11 -10 0
0.11672