კალათბურთი

0:38 | 24.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და "ვირტუსის" პირველი გამარჯვება ევროლიგაში

„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა გუნდმა მეხუთე ტურში „პარტიზანი“ ბელგრადში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც „ვირტუსმა“ 5 ქულით მოიგო და საბოლოდ, 70:69 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ 36 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ ერთი მოგებით და ოთხი წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 ოქტომბერს, „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

0.108914