ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე ტრადიციულად ორი მატჩით გაიხსნა, რომლებსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.
ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბერგამოში „ატალანტა“ „სელტიკს“ უგოლოდ დაუზავდა. იტალიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შოტლანდიელთა კარში გოლი მაინც ვერ გაიტანეს. „ატალანტას“ სამ ტურში 5 ქულა აქვს, ხოლო „სელტიკს“ – 4.
ქულები დაკარგა ლევერკუზენის „ბაიერმაც“, რომელმაც სტუმრად „გენგამს“ ვერ აჯობა. ფლორიან ვირტცის გოლით იგებდა ჩაბი ალონსოს გუნდი, მაგრამ ტაიმის მიწურულს ფრანგებმა გაათანაბრეს და მერე არაფერი შეცვლილა. „ლევერკუზენს“ 7 ქულა აქვს, ისევე, როგორც „ბრესტს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, მაგრამ სამი ტური წაუგებლად განვლო.