მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ტრავმირებულია და „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ბელგიელმა დაზიანება „დორტმუნდის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და 26 ოქტომბერს გასამართ „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„სამეფო კლუბის“ კარს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ანდრეი ლუნინი დაიცავს.