ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
72 კგ წონით კატეგორიის ფინალში ჩხიკვაძემ სომეხი მეტოქე, შანტ ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. გიორგიმ ფინალამდე პოლონელი, ბერძენი, რუსი და ყირგიზი მოჭიდავეების დამარცხება მოახერხა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა დიეგო ჩხიკვაძემ, რომელმაც 67 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ყირგიზ რაზაკ ბეიშეკეევთან ვერაფერი გააწყო და 1:6 წააგო.
გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ და დათა ჩხაიძემ. აბულაძემ მედლისთვის შეხვედრაში ინდოელ სურაჯ სურაჯს 9:1 აჯობა, ჩხაიძემ კი, აზერბაიჯანელი მეტოქის ძლევა შეძლო.
დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს კიდევ 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, რომლისთვისაც თემურ ორჯონიკიძე, აჩიკო ბოლქვაძე და გიორგი ცოფურაშვილი იბრძოლებენ.